საგამოძიებო სამსახურმა საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილა. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, მიუნხენი – ქუთაისის ავიარეისით, საქართველოში მალულად შემოიტანა არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საიუველირო ნაწარმი, მათ შორის 280 გრამი ოქროსა და 244 გრამი ვერცხლის ნაკეთობები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია საიუველირო ნაწარმი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 26 563 ლარს შეადგენს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5 – დან 7 წლამდე.

banner
წინა სტატიაშიქართველმა მომღერალმა ხვიჩა კვარაცხელიამ საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა
შემდეგი სტატიარა მახასიათებლები აქვს თვითმფრინავს რომელსაც უკრაინა საქართველოს დასახმარებლად უგზავნის