საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,მტკვარის’’ გავლით, მსუბუქ ავტომანქანაში მოწყობილი სამალავებით ცდილობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მალულად გადაეტანა 984 ერთეული მობილური ტელეფონი, რომლის საბაჟო ღირებულება, ჯამში, 22 240 ლარს შეადგენს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 – დან 7 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაში“მეტადონის” შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ორი ნარკორეალიზატორი დააკავეს
შემდეგი სტატიაგომბორზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა 2 კი დაშავდა