საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე “ეროვნული სატყეო სააგენტოს” ორი თანამშრომელი დააკავა

ქრთამის აღების ფაქტზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ კახეთის რეგიონალური სამსახურის თანამშრომლები დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, ხვთისო ქისტაურმა და სერგო პაპუნაშილმა 2016 წლის მარტის თვეში, მათ დაქვემდებარებაში არსებულ ტყის ტერიტორიაზე, რვა კუბური მეტრის ოდენობით ხე-ტყის უკანონოდ მოჭრის ნებართვის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს გარკვეული თანხა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაში“ყველა სამსახური მობილიზებულია”- ეკა ბესელია დაანონსებულ ფარულ კადრებზე
შემდეგი სტატია„ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია ევროატლანტიკური და ევროპული ხედვა“