საგამოძიებო სამსახურმა პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, პერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, საკუთარ სავაჭრო ობიექტში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე მალულად გაასაღა მარკირებას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი “მასტერი”. საგამოძიებო სამსახურის მიერ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსსკ-ის მე-200 და 210-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2-დან 4 წლამდე პატიმრობას.

“საგამოძიებო სამსახური, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს, რათა არ მოხდეს ქვეყნის ტერიტორიაზე კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის შემოტანა”,-ნათქვამია საგამოძებო სამსახურის ინფორმციაში.

banner
წინა სტატიაში“ველოდებით, რომ ხვალინდელ პროცესზე გააუქმებენ დროებითი პატიმრობის გადაწყვეტილებას”- ადვოკატი გია ცერცვაძის საქმეზე საუბრობს
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი : ვინც სიტყვა “მოღალატეს“ გამოიყენებს, საკადრის პასუხს მიიღებს