საგამოძიებო სამსახურმა, მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა და მოქალაქე გიროგი კენჭიაშვილი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, დაგეგმა ეგვიპტის მოქალაქის, მარკო გრეის საკუთრებაში არსებული, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ძვირადღირებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, კენჭიაშვილმა დაამზადა აპოსტილით დამოწმებული ყალბი მინდობილობა, თითქოს, ეგვიპტის მოქალაქემ მას გადასცა მიწის ნაკვეთის განკარვის უფლება. აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტით, გიორგი კენჭიაშვილმა მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა თავის სახელზე, რის შემდეგაც გაასხვისა საქართველოს მოქალაქეზე.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 4 დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

banner
წინა სტატიაშიგაეროს უშიშროების საბჭომ მშვიდობისმყოფელების მიერ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაზე რეზოლუცია მიიღო
შემდეგი სტატიალალი მოროშკინა: ასეთი ჩანაწერები ყოფილ და არსებულ მთავრობის წევრებზე მრავლადაა!