საგამოძიებო სამსახურმა ძვირადღირებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელები ამოიღო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ბრალდებით მოქალაქე ელგუჯა საბაურია დაკავებული.

გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე, შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია. კერძოდ, საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია უაქციზო არაყი „ფინლანდია“, „ბელუგა“ და „ნეფტი“, ასევე კონიაკი „ჰენესი“ და ვისკი „ჯეკ დენიელსი“, რომელთა საერთო ღირებულება აღემატება 10 000 ლარს.

საქმეზე მიდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის 3-ე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“თბილისი ცენტრალთან” აქციის დროს ოთხი ადამიანი დააკავეს
შემდეგი სტატიაბრიუსელის ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილე თვითმკვლელი აეროპორტში ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა