საგამოძიებო სამსახურმა აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი, დიდი ოდენობით სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ფაქტი გამოავლინა.

ფინანსთა სამინისტროს გამოძიებით დადგენილია, რომ თბილისში, გარდაბანში, რუსთავსში, მარნეულში, ფოთსა და სენაკში- ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებზე, სხვადასხვა პირებს განთავსებული ჰქონდათ სათამაშო აპარატები, რომელთა მეშვეობით მართავდნენ აზარტულ თამაშებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე და იღებდნენ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს. სათამაშო აპარატები წარმოადგენს ელექტრო-მექანიკურ მოწყობილობაზე მომუშავე ე.წ. “სლოტ აპარატებს“ და კუსტარულად დამზადებულ მოწყობილობას, რომელიც ქაღალდის კუპიურებისა და 20 თეთრიანი მონეტების გამოყენებით, შემთხვევითობის პრინციპით მოთამაშეს აძლევსმიზერულ მოგებას.

საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულა 100-მდე სათამაშო აპარატი. საქმეზე მიმდიანრეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ბრალდებულად ცნო
შემდეგი სტატიასაქართველოში ავსტრიის საელჩო გაიხსნა