საგამოძიებო კომისია საქმის მასალებს ელოდება

მოზარდების მკვლელობის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას საქმის მასალები დღეს უნდა გადაეგზავნოს. ამის შემდეგ უნდა დაიგეგმოს, რა ფორმატით მოხდება საქმესთან დაკავშირებული პირების გამოკითხვა.
„უკვე დაიწყო საქმის შესწავლა. დავიწყეთ ჩვენ ბატონ ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან შეხვედრით.ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ ნინო ლომჯარიასთან, სახალხო დამცველი მუშაობს საქმეზე და ჩვენ ვართ კოორდინირებულები. ჩვენ ვიწყებთ მტკიცებულებების გაცნობას და საზოგადოებას ოთხშაბათს უკვე ვაცნობებთ იმ პირთა სიას, ვინც მოვლენ და კომისიის წინაშე დაიკითხებიან“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ოთარ კახიძე.
დღესვე კომისიის წევრები ახალ თანამდებობებზე ოფიციალურად ბიუროს სხდომამ უნდა დაამტკიცოს.
„პარასკევს მიღებული კომისიის მიერ მიღებული დებულება პროცედურულად გადაეცემა ბიუროს იმისთვის, რომ ის დამტკიცდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მუშაობა არ გვაქვს დაწყებული მოთხოვნა გაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებებში, რომ მივიღოთ მასალები. დღეს უკვე ველოდებით, რომ შემოვა მასალები. ვფიქრობ, ეს კვირა ძირითადად დაეთმობა მასალების შესწავლას და შემდეგი კვირიდან ძალიან ინტენსიური საკომისიო შეხვედრები გაიმართება“ – აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი.

banner
წინა სტატიაშისალარიძის სკანდალური განცხადება-კალანდია არის ჩემი შვილის მკვლელი
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძე მხარდამჭერებს 14:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს