საფრანგეთში ორივე ანტიტეროსრისტული ოპერაცია დასრულდა

საფრანგეთში ორივე ანტიტეროსრისტული ოპერაცია დასრულდასაფრანგეთში დღეს მიმდინარე ორი ანტიტერორისტული ოპერაცია ამ დროისთვის დასრულებულია. შარლ დეგოლის აეროპორტის მახლობლად გამაგრებული ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმის მომწყობი ძმები კუაშები ლიკვიდირებულია და მათი მძევალი განთავისუფლებული. როგორც როიტერის სააგენტო იუწყება, მძევლები უვნებელი ვერ გადარჩა ებრაულ სავაჭრო ცენტრში, სადაც ის ორ, ამ დრომდე დაუდგენელ ტერორისტს (ქალსა და კაცს) ყავდათ აყვანილი. სააგენტო, ოპერაციისას მინიმუმ 4 მძევლის დაღუპვის შესახებ იუწყება. ტერორისტი მამაკაცი კი სავაჭრო ცენტრის შტურმისას მოკლული იქნა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის პოლიციამ გარეუბან მონრუჟში ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილთა ფოტოები გაავრცელა
შემდეგი სტატიაპარიზის ტერაქტის კიდევ ერთი სიმბოლო…