“საერთო სასამართლოში არ შეიძლება არსებობდეს განსხვავებული აზრი,”-მამუკა ახვლედიანი

????????????????????????????????????

მამუკა ახვლედიანი იმ დოკუმენტაციას ასაჯაროვებს, რომლის საფუძველზეც მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. ცნობილი ხდება, რომ თბილისის საქალალქო სასამრთლოს თავმჯდომარის მიმართ დევნა ნინო გვენეტაძის დადგენილების საფუძველზე მიმდინარეობს. მამუკა ახლვედიანმა მედიას ის ახსნა-განმარტებაც წარუდგინა, რომელიც მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პასუხად გაუგზავნა.

“აღნიშნული კიდევ ერთხელ, ამჯერად დოკუმეტური მტკიცებულებების სახით ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საერთო სასამართლოში არ შეიძლება არსებობდეს განსხვავებული, მით უფრო უარყოფილი აზრი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართევლოს იუსტიციის უმაღლეს სავჭოს გააჩნია ბერკეტი განსხვავებული აზრის დევნის მიზნით გამოიყენოს დისციპლინური სამართალწარმოება და დასაჯოს მოსამართლე” – ნათქვამია მამუკა ახვლედიანის ახსნა-განმარტებაში.

banner
წინა სტატიაშირას დაადგა თვალი ივანიშვილმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში?
შემდეგი სტატია”კანონიერმა ქურდმა” ბონდო სტურუამ უფლებადამცველებს მიმართა