საერთო საჯარისო ცენტრის კურსების გამოშვების ცერემონია გაიმართა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ საერთო საჯარისო ცენტრის საბრძოლო უზრუნველყოფის სკოლის სამხედრო პოლიციის, სამხედრო-სამედიცინო და ლოგისტიკის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსების გამშვების ცერემონია გაიმართა.

კურსდამთავრებულებს სიტყვით შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიმართა და სწავლების დასრულება მიულოცა.

ღონისძიების დასასრულს ახალგაზრდა ოფიცრებს სწავლების გავლის შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

სამხედრო პოლიციის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი 19 სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. 15 კვირის განმავლობაში მათ კონვოის ოპერაციები, ტყვეთა მოპყრობის წესები, ჩეკპოინტების მოწყობა, სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი და ადამიანის უფლებები შეისწავლეს.

სამხედრო-სამედიცინო უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი კი, 4 სამხედრო მოსამსახურემ დაამთავრა. 16 კვირიანი სასწავლო კურსის განმავლობაში მონაწილეები დაშავებულთა პრეჰოსპიტალურ მართვას დაეუფლნენ; გაიარეს ზოგადი საექიმო გადამზადება, პრევენციული მედიცინა და სხვა დისციპლინები.

ლოგისტიკის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსში მონაწილეობა 40 სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. კურსი 16 კვირის მანძილზე გაგრძელდა და მასში მონაწილე სამხედროებმა უზრუნველყოფის ბატალიონის სტრუქტურა, ქონების მომარაგების საკითხები, სამხედრო ქონების დასაწყობებისა და აღრიცხვის საფუძვლები გაიარეს, ასევე, შეისწავლეს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმები და ქვედანაყოფის ლოგისტიკიკური უზრუნველყოფის პრინციპები.

სამივე კურსის კურსდამთავრებულები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და შეიარაღებულ ძალებში მსახურს გააგრძელენ.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტრო – არაერთი შემთხვევაა, როდესაც მწვავე ფსიქიკური მდგომარეობის მქონე პაციენტი არასრული მკურნალობის გამო, კლინიკაში რამდენჯერმე ხვდება
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად კობახიძის კანდიდატურას წარადგენს