“საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ვაგრძელებთ აქტიურ ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ”

გიორგი მარგველაშვილი - საოკუპაციო რეჟიმი ახლა ანექსიის რეჟიმში გადავიდა

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ტერორიზმთან აქტიურად საბრძოლველად, საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას აღრმავებს.

როგორც პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უაღრესად მნიშვნელოვანია პროაქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოება და საქართველოს თემატიკის აქტიურად წარმოჩენა მსოფლიო დღის წესრიგში.

“ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ვაგრძელებთ აქტიურ ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. როგორც საერთაშორისო მისიებში ასევე ქვეყნის შიგნით აქტიური პრევენციული პოლიტიკით. შესაბამისად, ვაღრმავებთ პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას. არსებულ რთულ და დინამიურად ცვალებად საერთაშორისო გარემოში უაღრესად მნიშვნელოვანია პროაქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოება და საქართველოს თემატიკის აქტიურად წარმოჩენა მსოფლიო დღის წესრიგში. 2015 წელს განხორციელებულმა ვიზიტებმა აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებსა და აზიის სახელმწიფოებში, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოთა მეთაურების, ევროკავშირისა და ნატო-ს ლიდერების ჩამოსვლამ საქართველოში საშუალება მოგვცა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გაგვემახვილებინა ჩვენი ქვეყნისათვის აქტუალურ საკითხებზე. საქართველომ შეძლო სრულად დაეკმაყოფილებინა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა. 2016 წელს უნდა შევძლოთ მეტის გაკეთება. ჩვენ უნდა გავააქტიუროთ აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობები. გარდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებაში ახალი იმპულსის გაჩენისა, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ბევრ სხვა სფეროშიც გვაქვს ჯერაც აუთვისებელი რესურსი თანამშრომლობის გაღრმავებისათვის. დღეს ჩვენი ამოცანაა უმოკლეს პერიოდში გაიხსნას ევროკავშირის საზღვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშისრულფასოვანი პოლიტიკური ცხოვრების, განსაკუთრებით ჯანსაღი საარჩევნო პროცესის გარანტი არის მედია
შემდეგი სტატიაკიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკურ სპექტრს საარჩევნო ცვლილება უკვე 2016 წლის არჩევნებისთვის განხორციელდეს