სადახლოზე მარიხუანას შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

მებაჟე ოფიცრებმა მარიხუანას შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. როგორც “თაიმერს” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, მარიხუანას შემოტანის ფაქტი გამოვლინდა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე “სადახლო-საავტომობილო”. მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე დაათვალიერეს სომხეთის მხრიდან შემოსული მსუბუქი ავტომობილი, მისი მძღოლი, სომხეთის მოქალაქე ა.კ., და მძღოლის კუთვნილი ბარგი და 4,66 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით კრიმინალური პოლიციის მარნეულის რეგიონალური სამმართველოს სადახლოს განყოფილებას გადაეცა.

banner
წინა სტატიაში“ბატაკლანზე” მომხდარი თავდასხმის მესამე მონაწილის ვინაობა ცნობილია
შემდეგი სტატიამიმდინარე წელს ყველაზე მეტი შემოწირულება “ქართულმა ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” მიიღო