“სადაც ხელს არ მოკიდებ ქართულ–რუსულ თემატიკას, ძალიან ბევრი ეკლებია ყველგან”

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ არსებობს რიგი საკითხები, რაც რუსეთთან ურთიერთობისას ქართულ მხარეს უხერხულ ვითარებაში აყენებს.

 

ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ  პრეზიდენტ პუტინის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხების განხილვისას რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ წარმომადგენლად  გრიგორი კარასინის დანიშვნა ინტერესთა კონფლიქტს იწვევს.
ის აცხადებს, რომ გარდ ამ საკითხისა, კიდევ ბევრი რამ არის, რაც უხერხულ სიტუაციაში აყენებს ქართულ მხარეს რუსეთთან მიმართებაში.
“სადაც ხელს არ მოკიდებ ქართულ–რუსულ თემატიკას, ძალიან ბევრი ეკლებია ყველგან. ეს რა თქმა უნდა, არის ინტერესთა კონფლიქტი. რაც შეეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, ჩვენს შორის არის რადიკალური სხვაობა პოზიციებს შორის. ამაში ახალი არაფერია. ეს არის მთავარი წინააღმდეგობა ჩვენსა და რუსეთს შორის”,-აცხადებს  აბაშიძე “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში/
banner
წინა სტატიაში“ეს შენ გეხებას” წევრები ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში იკრიბებიან
შემდეგი სტატიაჰოლანდიელებმა ფრანგების თხოვნით როტერდამში ტერორიზმში ეჭვმიტანილი დააპატიმრეს