კორცხელის საარჩევნო უბანზე გუშინ მომხდარ ფაქტებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეხმაურება:
,,მინდა მკაფიოდ განვაცხადო, ყველა ვინც კუნთებით შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას წააგებს თავს და ვინც ძალადობის გზით შეეცდება პრობლემების მოგვარებას, ყელაზე მწარედ დამარცხდება. ეს არ არის ჩემი გაფრთხილება, ეს არის ჩემი როგორც პარლამენტის თავმჯდომარის დაპირება. მე მჯერა , რომ გაცილებით მეტი ვართ ანტი ზონდერები და კონტრზონდერები. “ყველა ვინც ძაალდობის გზით ცდილობს უპირატესობის მოპოვებას ცდილობს, რომ დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა. ამიტომ საჭიროა უკომპრომისო დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი,”-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.