საბურთალოს სასაფლაოსთან მომხდარი სროლის ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით აღიძრა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქმე ეხება იარაღის უკანონო მოხმარებას (236-ე მუხლი) და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას (118-ე მუხლი).
შეგახსენებთ სროლა დღის პირველი საათისთვის მოხდა. შედეგად შს სამინისტროს ცნობით მსუბუქად დაიჭრა ორი ადამიანი. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.