საბრძოლო მასალის და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შსს-მ ახმეტაში უკანონო საბრძოლო მასალა და ნარკოტიკი ამოიღო.

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ვ. ა. საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ახმეტაში, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 400 გრამი ტროტილი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 156 საბრძოლო ვაზნა და 3 მჭიდი, ხოლო მისი კუთვნილი ზურგჩანთის ჩხრეკისას – 22,6 გრამი მარიხუანა ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმებით, ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრომ შავ ზღვაში წრთვნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაცია შეაჩერა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: უბრალოდ გაერთიანებაზე საუბარი საკმარისი არ არის, ჩვენ უნდა ვუთხრათ აფხაზებს როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ და მოვაწონოთ ეს სახელმწიფო