საბერძნეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავეს

საპროტესტო გამოსვლები საბერძნეთში ისევ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.

საქართველოს შსს-სა და საბერძნეთის პოლიციის აქტიური თანამშრომლობის
შედეგად, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პოლიციის
ატაშეს აქტიური ჩართულობით, საბერძნეთის პოლიციის ატიკის რეგიონალური
მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოთხთვიანი ოპერატიულ-საგამოძიებო
ღონისძიების შედეგად, უძრავი ქონების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის
ბრალდებით, საქართველოს 5 მოქალაქე: ე.წ. კანონიერი ქურდი – 1986 წელს
დაბადებული ო. დ., 1980 წელს დაბადებული გ. მ., 1975 წელს დაბადებული ზ.
ხ., 1987 წელს დაბადებული გ. გ. და 1977 წელს დაბადებული ს. ს. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ო. დ., თავის ოჯახის წევრთან – ზ.ხ.-სთან და
თანამზრახველებთან – გ.მ.-სთან, ს.ს.-სთან და გ.გ.-სთან ერთად, წინასწარ
არჩევდა გასაქურდ ბინებს. ბრალდებულები მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ
ინფორმაციას აღნიშნული ბინების შესახებ, ქურდავდნენ მათ და მოპარული
ნივთების რეალიზაციას ახდენდნენ. დადგენილია, რომ ბრალდებულებს საბერძნეთის
რესპუბლიკაში სულ 35 ბინა აქვთ გაქურდული.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, დიდი
რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და ნაქურდალი ნივთების ნაწილი
ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება უძრავი ქონების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე
მიმდინარეობს (საბერძნეთის სსკ-ს 372-ე და 374-ე მუხლებით)

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია:ედუარდ შევარდნაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი თვითმმართველობის არჩევნები წარმატებით დაგვირგვინდა!
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე – ჩვენი პარტიის საარჩევნო კომისიის წევრები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაიყიდნენ