საბერძნეთში ანარქისტი დააკავეს, რომელმაც აშშ-ს საელჩო დაცხრილა

საბერძნეთის ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილებამ პოლა რუპი დააკავა, რომელიც დაუსწრებლად ბრალდებული იყო ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობისა და მთელი რიგი დანაშაულებებისათვის, მათ შორის, 2007 წელს ათენში აშშ-ს საელჩოს დაცხრილისთვის.
პოლიცია იტყობინება, რომ 48 წლის რუპი დღეს დილით დააკავეს ათენში. მასთან ერთად, ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებულისთვის თავშესაფრის მიცემის გამო, დაკავებულია 25 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელთანაც რუპა ცხოვრობდა.

პოლა რუპა ქმართან, ნიკოს მაზიოტისთან ერთად ხელმძღვანელობდა უკვე ლიკვიდირებულ ჯგუფს “რევოლუციური ბრძოლა”, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო აშშ-ს საელჩოს დაცხრილვისთვის.
მაშინ ჭურვი საელჩოს საპირფარეშოს მოხვდა და არავინ დაშავებულა. აშშ-მ ორგანიზაცია ტერორისტების სიაში შეიტანა, რუპა და მაზიოტისი კი საბერძნეთის ყველაზე ძებნილი დამნაშავეები გახდნენ. მათი ადგილმდებარეობის შეტყობინებისათვის მილიონი ევრო იყო დაწესებული.

ბერძნულმა პოლიციამ მაზიოტისი 2014 წელს დაიჭირა ათენის ცენტრში. დაკავებისას პოლიციასა და ანარქისტს შორის სროლა გაიმართა, რომლის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიჭრა.

2016 წელს მისი ცოლი ვეტმფრენის გატაცებას და ქმრის ციხიდან განთავისუფლებას შეეცადა, მაგრამ პილოტმა წინააღმდეგობა გაუწია. საბოლოოდ, გაქცევა ჩაიშალა, რუპა კი მიიმალა.

“რევოლუციური ბრძოლა” 2003 წელს დაარსდა.

banner
წინა სტატიაშიდაკას აეროპორტში დააკავეს მგზავრი, რომელსაც ანუსში ერთი კილო ოქრო ედო
შემდეგი სტატიასიზმარში ნანახი ციფრების კომბინაციამ კანადელს 4 მილიონი მოაგებინა