საბერძნეთმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

ინტერნეტში საბერძნეთის ეკონომიკის დასახმარებლად ფულს აგროვებენ

საბერძნეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, პირველივე მოსმენით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის ახალი მოწვევის პარლამენტი 3 ოქტომბერს შეიკრიბა. დროის შემჭიდროვებულ ვადებში, 9 ნოემბერს კი პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი მხარდაჭერილია.
საბერძნეთის რესპუბლიკა ევროკავშირის წევრი 26-ე სახელმწიფოა, რომელმაც ზემოაღნიშნული შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. დარჩენილი ორი ქვეყანა – ბელგია და იტალია, უახლოეს პერიოდში გეგმავს შეთანხმების რატიფიცირებას.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: სიუპრიზი არ იყოს მერე, ვაპირებ, ჯარს მივცე პრემიები
შემდეგი სტატიათბილისის ცენტრში ბანკი გაძარცვეს