საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ დათა ახალაია გაამართლა

საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ დათა ახალაია გაამართლა-ამის შესახებ ინფორმაციას, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.გავრცელებული ინფორმაციით, დღეს შედგა ბოლო პროცესი სადაც სასამართლომ დათა ახალაია უდანაშაულოდ სცნო.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია 2014 წლის თებერვალში დააკავეს ყალბი ტურისტული საბუთის დამზადების ბრალდებით. საქართველოში მის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე მუხლის მიხედვითაა დაწყებული. გირაოს სანაცვლოდ კი 29.05.2014 წელს გაათავისუფლეს.

გარადა ამისა დათა ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დამნაშავედ ცნო და ამნისტიის გათვალისწინებით 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა 2014 წლის 3 აპრილს მიუსაჯა.გარდა ამისა, დათა ახალაიას ბრალი ედება სანდრო გირგვლიანის საქმეზე სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენისთვის, ასევე, მოქალაქეების – ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მათ მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, 144 3-ე, 332-ე, 333-ე და 341-ე მუხლებით. დათა ახალაიას ბრალი აქვს წარდგენილი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზეც.

banner
წინა სტატიაშიკალაძის განცხადება ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიასასწარფოდ: თერჯოლაში ჟურნალისტები დააკავეს