საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ღრმა კრიზისშია. მისი თქმით, დიდია იმის ალბათობა, რომ ქვეყნები კავშირიდან გავიდნენ, თუკი ევროპა საკუთარი მოქალაქეებისათვის ახალ ოცნებას არ შექმნის.
“ვფიქრობ, რომ დღეს 27 ქვეყნის ლიდერები შევთანხმდით იმაზე, რომ დიდ კრიზისში ვართ და თუკი არ შევიცვლებით, ეს კრიზისი ევროკავშირს დაშლის” – თქვა პრემიერმა დღეს ბრატისლაავში გამართულ ევროკავშირის ქვეყნების არაოფიციალურ სამიტზე.
ბერძენი პრემიერის თქმით, უკანასკნელი წლების მანძილზე გაერთიანების მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა შესამჩნევად უარესდება.