საბერძნეთის და თურქეთის პრემიერები სუ-24-თან დაკავშირებით ტვიტერში წაკამათდნენ

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა თავის თურქ კოლეგას აჰმეტ დავუთოღლუს სოციალური ქსელით სუ-24-თან დაკავშირებით მიწერა.
გუშინ ციპრასმა თავის ოფიციალურ ტვიტერ-გვერდზე დაწერა რამდენიმე შეტყობინება, მათ შორის დავითოღლუს შეახსენა ის, რომ თურქული სამხედრო ავიაცია ხშირად არღვევს საბერძნეთის საჰაერო სივრცეს.
“საბედნიეროდ, ჩვენი პილოტები რუსებთან მიმართებაში გაწონასწორებულები არიან, ვიდრე თქვენი” – დაწერა თავის პირველ მესიჯში ციპრასმა.
“ის, რაც ხდება ეგეოსის ზღვაზე, წარმოუდგენელი და აღმაშფოთებელია” – წერია სხვა მიმართვაში – ჩვენ მილიარდებს ვხარჯავთ შეიარაღებაში. თქვენ – ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევაში, ჩვენ – თქვენი თვითმფრინავების დაკავებაში”.
მომდევნო შეტყობინებაში ციპრასმა თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდა ლტოლვილების პრობლემაზე გაამახვილონ ყურადღება და არა შეიარაღების მოდერნიზებაზე.
“ჩვენ უახლესი სამხედრო-საჰაერო სისტემები გაქვს, მაგრამ ამასთანავე, არ შეგვიძლია კონტრაბანდისტების დაჭერა, რომელთა გამოც სრულიად უდანაშაულო ადამიანები იხრჩობიან” – დაწერა ციპრასმა.
დავითოღლუ ციპრასთან პოლემოკაში არ შევიდა და მხოლოდ ერთ შეტყობინებას უპასუხა: “მფინავებთან დაკავშირებით კომენტარები არა მგონია დღევანდელი დღის წესრიგთან თანხმობაში იყოს. ალექსის, მოდით, ჩვენს პოზიტიურ საქმეებზე ვკონცენტრირდეთ” – დაწერა თურქეთის პრეზიდენტმა.
კვირას ორივე პრემიერმა ევროკავშირის ბრიუსელში გამართულ სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც ლტოლვილების პრობლემა განიხილებოდა.
ანკარამ სამიტზე სამი მილიარდი ევრო მიიღო იმისათვის, რომ მან ლტოლვილების პრობლემები მოაგვაროს.

banner
წინა სტატიაშიიეჰოვას მოწმეთა გაერთიანების ოფისი უკვე მეორედ დაცხრილეს
შემდეგი სტატიაპუტინი მოყვა, როგორ შეაჩერა რუსეთმა გლობალური დათბობა