საბერძნეთი შეიძლება გარიცხონ შენგენის ზონიდან

საპროტესტო გამოსვლები საბერძნეთში ისევ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.

ინტერნეტში საბერძნეთის ეკონომიკის დასახმარებლად ფულს აგროვებენინგლისური გამოცემა Financial Times თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინოფრმაცია, რომ საბერძნეთი შეიძლება გარიცხონ შენგენის ზონიდან. როგორც გაზეთი წერს, ეს აზრი მუსირებს ევროპელი დიპლომატების და პოლიტიკოსების წრეში.
ევროკავშირის აღშფოთების მიზეზია არა იმდენად ეკონომიური პოლიტიკა, რომელსაც ატარებს საბერძნეთის ხელისუფლება, არამედ სუსტი კონტროლი გამშვებ პუნქტებზე და მკაფიო მიგრაციული პოლიტიკის არარსებობა. ეს ყველაფერი უფრო გამოიკვეთა მოზღვავებულისირიელი მიგრანტების ფონზე.
როგორც გაზეთი წერს, ამის გამო პარასკევს, ათენს შეიძლება წაუყენონ ულტიმატუმი, რის გამოც ის შეიძლება გარიცხონ შენგენის ზონიდან. ისედაც ცუდი ურთიერთობა თურქეთთან, საბერძნეთს იძულებულს გახდის, საბოლოოდ აქციოს ზურგი ევროზონას და რუსეთისკენ შეტრიალდეს. თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა სახელმწიფო გარიცხეს შენგენის ზონიდან.
ოფიციალური მონაცემებით, საბერძნეთის გავლით ევროკავშირში 700 ათასზე მეტი სირიელი მიგრანტი გადავიდა, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია ევროზონაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთი დღეს იზოლაციაში იმყოფება – ასე თვლიან მისი მოქალაქეები
შემდეგი სტატიაპუტინის ახალი მუქარა და თურქეთის პასუხი…