საბერძნეთი ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების შემდეგ დამატებით ფულს მიიღებს

ფინანსური დახმარების პაკეტის მესამე გადახდის შემდეგ საბერძნეთის კრედიტორები ქვეყნისთვის კიდევ რამდენიმე მილიონი ევროს გამოყოფას აპირებენ -ამის შესახებ ევროპის სტაბილიზაციის მექანიზმის (ESM) ხელმძღვანელმა კლაუს რეგლინგმა ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე. საუბარია 10-12 მილიარდი ევროს დახმარებაზე.
ევროჯგუფის ხელმძღვანელის მარიო სენტანოს თქმით, დამატებითი ფინანსები საბერძნეთს ფინანსურ ბაზარზე სრულ წვდომას გაუხსნის, გარდა ამისა, დამატებითი თანხა, შესაძლებელია, იმაზე დიდხანს ჰქონდეთ, ვიდრე სხვა კრიზისულს სახელმწიფოებს. კერძოდ, განიხილება 18 თვემდე ვადა – თქვა სენტანომ. როგორც წესი, მსგავს სიტუაციებში თანხა ერთი წლის ვადით გაიცემა – “დოიჩე ველე” წერს.

საბერძნეთი ევროკავშირის სტრუქტურებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ფინანსურ დახმარებას 2010 წლიდან იღებს.

banner
წინა სტატიაშისერბეთში აფხაზი კომპოზიტორის “პინოქიოს” დადგამენ
შემდეგი სტატიათურქეთმა სირიაში აშშ-სთან ერთად მოქმედება გადაწყვიტა