საბერძნეთი ევროკავშირისგან 7 მილიარდამდე ევროს მიიღებს

ევროპის სტაბილიზაციის ფონდმა (ESM) საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების მეოთხე ტრანშის გაცემის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. საუბარია 6,7 მილიარდ ევროზე. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საბერძნეთის მთავრობამ აუცილებელი რეფორმები გაატარა და ეკომონიის აუცილებელი ზომები მიიღო ESM-ის ინფორმაციას “დოიჩე ველე” ავრცელებს.
ტრანშის პირველი ნაწილი 5,7 მილიარდი ევრო 28 მარტს გადაირიცხება, დანარჩენი კი მაისში. ფული განკუთვნილია რეზერვების შესაქმნელად და კრედიტების მომსახურებისთვის.

მესამე ტრანშის გათვალისწინებით, ESM-მა ათენს სულ 46 მილიარდი ევრო გამოუყო. ამასთანავე, საბერძნეთის დახმარების საერთო პაკეტი 86 მილიარდ ევროს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშინატო სკრიპალის საქმის გამო შვიდ რუსს დაითხოვს
შემდეგი სტატიასტამბოლში მეტროს ესკალატორმა ადამიანი ,,ჩაყლაპა,, (ვიდეო)