საბავშვო ბაღების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება – “ნაციონალური მოძრაობა” გამოძიების დაწყებას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ანტიკორუფციულ სამსახურს ბაღების სააგენტოს საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პარტიის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებაზე გამოძიება “ქართული ოცნების“ მხრიდან არსებული დარღვევების გამო არ იწყება.
„ბიუროებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე ანტიკორუფციულმა სამსახურმა დაიწყო გამოძიება. სამწუხაროდ, თორდინავასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე რეაგირება არ ჰქონია. ვგულისხმობთ, როდესაც თორდინავას სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე ინფორმაცია ჰქონდა და მას რეაგირება არ მოუხდენია. ანუ, გარდაცვლილი რომ აწერდა ხელს რამდენიმე თვის განმავლობაში დოკუმენტაციაზე. ამიტომ, დღეს მივმართავთ ანტიკორუფციულ ბიუროს უკვე დოკუმენტაციებით, შესაბამისი მტკიცებულებებით და მოვითხოვთ ამ საქმის გამოძიებას,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ანტიკორუფციული სამსახურს საკრებულოს 3 მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროების საქმიანობის შესახებ ხაბეიშვილმა კონკრეტული მასალები გადასცა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი როყვას განცხადებას, რომ ის „ევროპული საქართველოს“ წევრია, პარტიაში ეხმაურებიან
შემდეგი სტატია23-ე ბატალიონი ავღანეთიდან საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა