საბა კვირკველიას სახლში გულშემატკივრის გვამი იპოვეს

რუსული ვებ-გვერდი chempionat.com-ის მიხედვით მოსკოვის „ლოკომოტივის“ და საქართველოს ნაკრების მცველის, საბა კვირკველიას სახლში ქართველი გულშემატკივრის გვამი იპოვეს, რომლის ამოცნობაც მისი პასპორტის მიხედვით მოხდა.

წყაროს მიხედვით, გულშემატკივარი მოსკოვში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრებად ჩავიდა. მისი გვამი მეზობელმა აღმოაჩინა.

„მისი მეგობარი საეჭვოდ იქცეოდა, თავისი ბარგი შეაგროვა და ბინას გაეცალა. შემთხვევის ადგილზე ერთჯერადი შპრიცები აღმოაჩინეს, ხოლო გვამს ინექციის კვალი ეტყობოდა“ – წერენ რუსულ ვებ-გვერდებზე.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ინფორმაცია კვიპროსში, სანაკრებო შეკრებაზე შეატყობინეს.

banner
წინა სტატიაშიცხინვალის რეჟიმი საქართველოს სამი მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყება
შემდეგი სტატიავიდეოთამაშებზე დამოკიდებულება დაავადებად აღიარეს