საავტომობილო გზებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ193 (ჩუმათელეთი-ზესტაფონი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვისა და ლიპყინულის გამო, ახალციხე-ნინოწმინდის(სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის კმ1-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისმოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილი: პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა სოფლებში კულტურულ-სადისკუსიო ცენტრები შექმნა
შემდეგი სტატიარიკოთის უღელტეხილზე ამ წუთებში ძლიერად თოვს