საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

news
: news მარტი 2, 2016 14:38

საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

მნიშვნელოვანი

  • სუს-ის და შსს-ს თანამშრომლებმა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის მოადგილე გიგა კიკნაველიძე, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

სხვა სტატიები

სუს-ის და შსს-ს თანამშრომლებმა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის მოადგილე გიგა კიკნაველიძე, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიგა კიკნაველიძემ, მოქალაქეს, 50 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ნივთების თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით გატანის სანაცვლოდ 5 000 ლარი მოსთხოვა.

სუს-ის ინფორმაციით, გიგა კიკნაველიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქრთამის სახით, მის მიერ მოთხოვნილი 5000 ლარი აიღო, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

news
: news მარტი 2, 2016 14:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


22,560
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics