„საავადმყოფოების გაერთიანების შედეგად არცერთი კლინიკის შენობა არ გაიყიდება“

news
: news დეკემბერი 6, 2015 12:50

„საავადმყოფოების გაერთიანების შედეგად არცერთი კლინიკის შენობა არ გაიყიდება“

თბილისში სამი საავადმყოფოს ტენდერის საბოლოო შედეგები იანვარში გახდება ცნობილი.

ავსტრიულმა კომპანიამ თბილისში სამი საავადმყოფოს – რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიის ცენტრი და ბავშვთა ინფექციური, მმართველობაზე გამოცხადებულ ტენდერში, სადაც სულ სამი, მათ შორის ავსტრიული, კანადური და ქართული კომპანია მონაწილეობდა, ყველაზე დიდი ინტერესი ავსტრიულმა კომპანიამ დაიმსახურა და სრული დოკუმენტაციაც ვადებში, სწორედ მან წარმოადგინა.

ტენდერის პირველი ნაწილი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწვეული უცხოური კომპანიის დახმარებით იყო გამოცხადებული, დასრულებულია.

ირკვევა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ბაზაზე სახელმწიფო კლინიკის ამოქმედება იგეგმება.

ამ მიმართულებით სიახლეა, რა ეტაპზეა ეს პროექტი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელა განმარტავს.

“აღნიშნულიკლინიკები ერთ ჰოლდინგადაა გაერთიანებული. ეკონომიკის სამინისტრომ გადასცა საპარტნიორო ფონდს ,ამ უკანასკნელმა კი გამოაცხადა კონკურსი კლინიკის მართვასა და ოპერირებაზე. ეს კონკურსი ახლა მიმდინარეობს და მისი დასრულება მომავალი წლის იანვრის შუა რიცხვებისთვის იგეგმება. ტერიტორიულად სად იქნება ეს კლინიკა, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა საუბარია იმაზე, რომ კლინიკის ერთი ნაწილი იყოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, მეორე ნაწილი კი ონკოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოში. ყველა ამ კლინიკას სამედიცინო პროფილი შეუნარჩუნდება. შედეგად, ახალ კლინიკაში სხვადასხვა მიმართულებები იქნება. მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანების შედეგად არცერთი კლინიკის შენობის გაყიდვას არ ვაპირებთ”,- აცხადებს ვალერი კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ ტენდერის პირობების თანახმად, იგეგმება სამი საავადმყოფოს შენობის რემონტი, რეკონსტრუქცია ან მშენებლობა ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით. ასევე, მოხდება მათი აღჭურვა უახლესი აპარატურით, ხოლო პერსონალი გაივლის ატესტაციას და სწავლებას პერონალის განვითარების სპეციალური პროგრამის შესაბამისად.

news
: news დეკემბერი 6, 2015 12:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics