“ორ საათზე გელოდებით ქ.თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. იქ გეტყვით ჩემს სამოქმედო გეგმას”

ჟურნალისტი ელისო კილაძე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გეგმავს მისვლას. ამის შესახებ “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს:

“ვისთვისაც სულერთი არაა ჩემი და თქვენი შვილების ბედი,ორ საათზე გელოდებით ქ.თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან.
იქ გეტყვით ჩემს სამოქმედო გეგმას.
გააზიარეთ,მეგობრებო !” წერს კილაძე.

შეგახსენებთ, რომ ელისო კილაძის შვილი სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. კილაძე აცხადებს რომ დავით ხარშილაძეს ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო. ჟურნალისტი მის შვილზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობს, დაკავებას კი რამდენიმე კვირის წინ ქრონიკა პლიუსში გამოქვეყნებული სტატიას უკავშირებს:

„ეს ნარკოტიკი მას ჩაუდეს იმიტომ, რომ მას ახლა აქვს ისეთი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ სრულიად წარმოუდგენელია. პირდაპირ გეტყვით, ცეჰეპატიტის მკურნალობის პროცესში ვართ და უკვე სამ კვირაში მან უკვე ეს წამალი უნდა მიიღოს. ამ პერიოდში, როდესაც ის ამ მკურნალობის კურსს გადის, ნარკოტიკების მიღებაზე საუბარი სრულიად არის ზედმეტი. ჩაუდეს? კი, ბატონო, შევეცდები, რომ მისი სიმართლე ბოლომდე გავიტანო. ვერ გავიტან? ბევრი ადამიანი ზის ციხეში და ჩემი შვილი იქნება ერთ-ერთი მათგანი,“ – აცხადებს ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე სამი ქალი დააკავეს
შემდეგი სტატიახელშეკრულება “გაზპრომთან” – “ევროპული საქართველო” ენერგეტიკის მინისტრს პარლამენტში იბარებს