საარჩევნო სიებთან დაკავშირებით პრობლემები თითქმის აღარ არსებობს

საარჩევნო სიებთან დაკავშირებით სერვისების განვითარების სააგენტომ არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე შუალედური ანგარიში წარადგინა. ორგანიზაციის განმარტებით, ამ ეტაპისთვის ის პრობლემები, რომელიც სიებთან დაკავშირებით იყო თითქმის მოგვარებულია, თუმცა ჯერ კიდევ ზუსტდება სხვადასხვა მონაცემები.

სააგენტომ საარჩევნო სიების საბოლოო ვარიანტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 მაისს უნდა წარუდგინოს. სიებთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

banner
წინა სტატიაში“არა საპოლიციო რეჟიმს” – “აუდიტორია 115” საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, სადაც სამართლიანობა და თანასწორობა მთავარი პრინციპებია