საარჩევნო პერიოდში ჩადენილ დანაშაულებებზე კონკრეტული პირების მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ყველას, ვინც თვლის, რომ მის მიმართ საარჩევნო პერიოდში დანაშაულია ჩადენილი, მთავარ პროკურატურას მიმართოს. შოთაძემ ეს განცხადება არასამთავრობო სექტორის შუალედური ანგარიშის კომენტირებისას გააკეთა:

“მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კონკრეტული პირების მიმართ დაწყებულია საარჩევნო პერიოდში ჩადენილ დანაშაულებებზე სისხლის სამართლებრივი დევნა. ნებისმიერ პირს, ვისაც რაიმე პრეტენზია გააჩნია, რომ მის მიმართ შესაძლებელია იყოს ჩადენილი დანაშაული, მე მოვუწოდებ მიმართოს საქართველოს პროკურატურას “- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” დღეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც სხვადასხვა სახის დარღვევებზეა საუბარი.

banner
წინა სტატიაშიუილიამ ლაჰიუ : თავდაცვის მინისტერიალი წევრ ქვეყნებზე იყო ფოკუსირებული, შესაბამისად, პარტნიორი ქვეყნები არ იყვნენ მიწვეული
შემდეგი სტატიამსჯავრდებულებმა „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერ წიგნში ჩანაწერი გააკეთეს