საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტს დღეს გადაეგზავნება

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც საარჩევნო კოდექსში უნდა აისახოს, პარლამენტში დღეს გადაიგზავნება. ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც კომისიის წევრებმა განაცხადეს, ისინი წერილით მიმართავენ პარლამენტის თავმჯდომარეს, მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, სადაც საარჩევნო ცვლილებების საკითხი იქნება განხილული.

ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტში გადაიგზავნა, მაჟორიტარულიდან სამხარეო პროპორციულ წესზე გადასვლას გულისხმობს.

ამას მმართველი გუნდიც ეთანხმება, თუმცა მხარეები ვადებზე ვერ თანხმდებიან. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ცვლილებების განხორციელება 2016 წელს შესაძლებელია. უცვლელია ხელისუფლების პოზიცია. მათი თქმით, ახალი სისტემით არჩევნები 2020 წელს ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ყველა შესაბამისი დანაყოფი დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს
შემდეგი სტატია,,ენმ”- სპეცუბნების გაუმქმებას გარდაბნის არჩვენებისთვისაც ითხოვს