საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ინიაციატავს “გირჩი” წარადგენს

რა უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსში? ამ თემაზე საკუთარ ინიციატივას დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი წარადგენს.

ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მომზადებულ კანონპროექტში შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა, თუმცა ის ახლებურად არის წარმოდგენილი – მასში მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქებია.

მათივე თქმით, ინიციატივის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მითითებული ხმათა თანასწორობის პრინციპის დაცვა ხდება.

„ეს სისტემა აძლევთ მათ საშუალებას ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის, ანუ გაზრდილი ბიუროკრატიის ხარჯზე, პრაქტიკულად ჯიბეში ჩაიდონ ყველა მაჟორიტარული მანდატი. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ. ჩვენი სისტემა არის გაცილებით უფრო სამართლიანი, რაც გულისხმობს იმას, რომ მინიმუმ ერთი მესამედი მანდატების, იქნება ოპოზიციის ხელში,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშირა შემთხვევაში გაუხსნის გერმანიის პოლიცია ცეცხლს მიგრანტებს
შემდეგი სტატია“პროკურატურა ცდილობს, როგორმე გამოაძვრინოს ბესელია და კობახიძე ამ საქმიდან”