“საარჩევნო კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა მარტში გამოქვეყნდება

საქართველოს “საარჩევნო კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა მარტის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ვენეციის კომისიის წარმომადგენელმა მანუელ გონსალეს ოროპეზამ განუცხადა.

ამასთან, მანუელ გონსალეს ოროპეზა არ იზიარებს ქართული ოპოზიციის წუხილს იმის შესახებ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა დაგვიანებული იქნება და საარჩევნო კოდექსის შეცვლა ვერ მოესწრება.

მისი თქმით, სესიის თარიღი დადგენილია, ვენეციის კომისია წელიწადში ოთხჯერ მართავს მსგავს სხდომებს და მას არ შეუძლია სპეციალური სესიის მოწვევა საქართველოს “საარჩევნო კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების შესაფასებლად, მაგალითად მომავალი კვირას.

“ჩვენც გვჭირდება დრო. დელეგაციის შემადგენლობაში სამი წევრი ვართ. როგორც კი გვექნება მოსაზრება, უკვე 60 ქვეყნის წარმომადგენლები განიხილავენ მას”, – განაცხადა გონსალეს ოროპეზამ.

ვენეციის კომისიის დელეგაციამ თბილისში შეხვედრები დღეს დილიდან დაიწყო. ექსპერტებმა აუდიენცია უკვე გამართეს ცესკოში, ასევე ოპოზიციასთან – პარლამენტში.

banner
წინა სტატიაშიშეწყალების საქმე გამოძიების ბოლო ეტაპზეა- მთავარი პროკურორის მოადგილე
შემდეგი სტატია„პრაიმტაიმი“ ყოფილი და მოქმედი თბილისის მერების ხელფასების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს