“საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტი პარლამენტში უახლოეს პერიოდში იქნება ინიცირებული–73 მაჟორიტარული ოლქის დაყოფის ახალ სქემა

საქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

xmaladze“საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტი პარლამენტში უახლოეს პერიოდში იქნება ინიცირებული. იურიუდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ საარჩევნო ცვლილებების სამუშაო ვარიანტი მზად არის, თუმცა მიდის ცალკეულ საკითხებზე მუშაობა და პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება.
საუბარია საქართველოში 73 მაჟორიტარული ოლქის დაყოფის ახალ სქემაზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა შეესაბამებოდეს. ასევე იგეგმება მაჟორიტარულ ოლქებში 50%-იანი ბარიერის შემოღება.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მუნიციპალიტეტებზე მიბმით ფორმირების წესი, რადგან ის ხმების თანასწორობის პრინციპს არღვევს. ამიტომ, როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, შემუშავებულია მოდელი, რომლის მიხედვით, მაჟორიტარულ ოლქებს შორის ამომრჩეველთა უთანაბრობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელი ირაკლი ალასანიასთან და ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებს არ უარყოფს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი მოითხოვს, წინასწარი პატიმრობის ვადა არ გრძელდებოდეს 9 თვეზე მეტი