საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, ცესკო პირველ სხდომას გამართავს

საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, ცესკო დღეს პირველ სხდომას გამართავს, რომელზეც განსახორციელებელი ღონისძიებების გრაფიკი დამტკიცდება.

ცესკო-ს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების სრულყოფილად და მაღალფროფესიულად ჩასატარებლად.

მისივე გნმარტებით, ამ დროისთვის, ცესკო-ს არჩევნებში მონაწილეობის გამცხადებით 27-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა, რომელთაგან ხუთმა გაიარა რეგისტრაცია. პარტიებმა საარჩევნო სიები არჩევნებამდე არაუგვიანეს ერთი თვით ადრე უნდა წარადგინონ.

საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მინისტრებს, რომლებიც აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თანამდებობების დატოვება პარტიული სიის წარდგენის მომენტიდან მოუწევთ. რაც შეეხება საარჩევნო ნუმერაციას, კანონმდებლობის მიხედვით, იმ პარტიებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე აჩვენეს საუკეთესო შედეგი (პირველი სამეული) აქვთ უფლება, დაიტოვონ მინიჭებული ნომერი. ბლოკის შემთხვევაშიც ეს რეგულაცია გავრცელდება.

ყველა სხვა შემთხვევაზე, ცესკო ჩაატარებს წილისყრას და პარტიებს საარჩევნო ნომერს მიანიჭებს.

banner
წინა სტატიაშილუკა კურტანიძე : მადლობას ვწირავ მამა ღმერთს, რომ ღირსმყო, ამ ღირსეულ ადამიანებთან ერთად ერთგულად მოვმსახურებოდი ქვეყანას
შემდეგი სტატიაირაკლი ბერაია: ბანერების არალეგალური მონტაჟი წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას