საარჩევნო ბლოკი „ვაშაძე, ჯაფარიძე- ახალი არჩევანი“ პაატა ბურჭულაძის მოძრაობას გაერთიანებას სთავაზობს

საარჩევნო ბლოკი „ვაშაძე, ჯაფარიძე- ახალი არჩევანი“ პაატა ბურჭულაძის მოძრაობას გაერთიანებას სთავაზობს. ამის შესახებ ბლოკის წევრებმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.

გიორგი ვაშაძის თქმით, პოლიტიკოსებმა, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა და საერთო ფასეულობები, მკვეთრად გამოხატული დასავლური ღირებულებები უნდა გააერთიანონ საკუთარი ძალები და გამოცდილება საქართველოს კეთილდღეობისათვის.

„დღეს არის მოცემულობა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს ფაქტიურად წართმეული აქვთ არჩევანი. ვფიქრობთ, რომ ჩვენი მოსახლეობა არ იმსახურებს არჩევანს ცუდსა და აურესს შორის, „ქართულ ოცნებასა“ „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, საქართველო იმსახურებს ახალ, უკეთეს მომავალს. „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დრო ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. ჩვენ ვხედავთ პაატა ბურჭულაძისადმი მაღალ ნდობას საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ვხედავთ მისი საქმიანობის დადებით შედეგებს. მიგვაჩნია, რომ მას აქვს ყველა რესურსი, რომ გააერთიანოს მის გარშემო ყველა პროდასავლური ძალა და მართლაც ერთიანი, მძლავრი პროდასავლური ცენტრი ჩამოყალიბდეს, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს იმ ღრმა კრიზისიდან, რომელშიც დღეს იმყოფება“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო პლაკატების განთავსების ობიექტები განისაზღვრა
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძის პარტიაში “ვაშაძე-ჯაფარიძე – ახალი არჩევანის” შეთავაზებაზე ხვალ იმსჯელებენ