სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეს განიხილავს

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის განხილვა იწყება. სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შუამდგომლობებით წარსდგებიან. ჯერჯერობით უცნობია თუ რა შინაარსის იქნება მხარეების შუამდგომლობები.

პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აკეთებს კომენტარს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია:

„ვიცით, რომ ეს სასამართლო არის პირდაპირ კონტროლში პოლიტიკური ხელმძღვანელების მხრიდან, მურუსიძის მხრიდან, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ამოვწურავთ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას, რომ უდანაშაულო 5 ადამიანი, პატიმრობას ამას არ დავარქმევ, ტყვეობაში აყვანილი 5 უდანაშაულო ადამიანი გამოვიყვანოთ ციხიდან, დავუბრუნოთ საკუთარ ოჯახებს,“ – აცხადებს ირაკლი ალასანია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს კუთვნილი, 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშინიუ-იორკის აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილს ახალი ბრალდებები წაუყენეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვა