სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა. ჩინჩალაძე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ერთადერთი კანდიდატი იყო.

ჩინჩალაძის კანდიდატურას მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა 1 წევრი. აღსანიშნავია, რომ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოში უვადოდ რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.

თავმჯდომარის პოსტზე ჩინჩალაძემ ვალერიან ცერცვაძე ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობის დაკავების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო.

banner
წინა სტატიაშისოსო ოხანაშვილი, იმ ჯგუფის აქტიური მხარდამჭერი იყო, რომელსაც პატრიარქის მკვლელობა ქონდა განზრახული
შემდეგი სტატია( video) ერთ-ერთი მაღალი იერარქი გამოვიდა და გამოძიებისგან ითხოვა, რომ ოხანაშვილი არ დაეჭირათ