სააპელაციო სასამართლომ მამუკა ახვლედიანის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

????????????????????????????????????

სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომელიც მამუკა ახვლედიანის თანამდებობაზე აღდგენას ეხებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას მისი თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე უსამართლოდ მიიჩნევს და თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდა, თუმცა მისი სარჩელი არც სააპელაციო სასამართლოში დაკმაყოფილდა.
მამუკა ახვლედიანი გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას საკასაციო წესით უზენაეს სასამართლოში გეგმავს. გარდა ამისა ახვლედიანი სარჩელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც შეიტანს.
„ეს არის სირცხვილი, იმიტომ, რომ ნამდვილად ყველამ იცის რაც ხდება ჩემს საქმესთან დაკავშირებით და ალბათ ასეთ სწრაფ რეჟიმში განხილვაც მხლოდ იმიტომ არის, რომ ალბათ ჩინჩალაძეს მიუსწროს უზენაეს სასამართლოში, რომელსაც ვადა ეწურება და მიიღოს მონაწილეობა განაწილებაში ან საქმის განხილვაში, რომ დადგეს მათთვის სასურველი შედეგი,“-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრის მოადგილე ვიცეპოლკოვნიკ გია ცერცვაძის საქმეზე განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატია“დაუშვებელია ის კომფრონტაციული ფონი, რომელიც დაზარალებულებსა და მთავრობას შორის არის’’ – ელენე ხოშტარია