სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებას ვერ შეძლებს

rustavi2“გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული და სააპელაციო სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება – ამ განცხადებებს სააპელაციო სასამართლოში მყოფი პოლიტიკოსები აკეთებენ.

პაატა ბურჭულაძის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში დავით ჯანდიერი ამბობს, რომ თვით ურთმელიძესაც კი არ დაუდასტურებია, რომ გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის გასხვისებასთან დაკავშირებით მოხდა იძულებით.

„თვით ურთმელიძესაც კი არ დაუდასტურებია, რომ იძულებას ჰქონდა ადგილი. ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარი აბსოლუტურად არ ეფუძნებოდა არავითარ ფაქტობრივ გარემოებებს. ასე, რომ საუბარი იძულებაზე არის ზედმეტი. მართული სასამართლო დღევანდელი ხელისუფლების მოკავშირეა, ხელისუფლების, რომელიც კომფორტულად გრძნობს მხოლოდ ასეთ პირობებში თავს,“ – განაცხადა დავით ჯანდიერმა.

პაატა ბურჭულაძის მრჩეველი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებას ვერ შეძლებს.

banner
წინა სტატიაშიამ პროცესმა ბოლომდე გააშიშვილა ხელისუფლება
შემდეგი სტატიანინო გოგუაძე: რუსთავ 2-ის საქმის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის შეკვეთით მიმდინარეობს