„საამქროში“ – პუტინის სიმბოლური საჩუქარი მედვედევს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაბადების დღის აღსანიშნავად პრემიერ დიმიტრი მედვედევს სურათი აჩუქა. „ეს შეესაბამება იმას, რასაც დიმიტი ანატოლის ძე აკეთებს დღეს. სურათის სახელწოდებაა „საამქროში“ – აღნიშმა პუტინმა სამთავრობო სხდომის დამთავრების შემდეგ, რომელიც ქერჩში გაიმართა.
რუსეთის პრემიერმა, რომელსაც 14 სექტემბერს 51 წელი შეუსრულდა, აღფრთოვანებით მიიღო პრეზიდენტის საჩუქარი და მას „ბრწყინვალე“ უწოდა.
სურათი შესრულებულია 1975 წ. მხატვარ ნიკოლოზ ოვჩინიკოვის მიერ. მასზე გამოსახულია ყვითელი ფერის ტრაქტორი და მის ირგვლივ მყოფი ოთხი მუშა.

banner
წინა სტატიაშირუსულმა ავიაციამ სირიის ოპოზიციის დაბომბვა შეწყვიტა
შემდეგი სტატიაშეკითხვა სავჩენკოს: როგორია იყო რუსეთის აგენტი