სააკაშვილმა უკრაინელი ოლიგარქების წარმომადგენელთა შორის დავით ჟვანიაც დაასახელა (VIDEO)

მაშველებმა მარიამ ქუთელიას ცხედარი იპოვეს

უკრაინულ ტელეარხთან საუბრისას ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, ქართული წარმოშობის უკრაინელი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი დავით ჟვანია უკრაინელი ოლიგარქების წარმომადგენლთა შორის დაასახელა…

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ოდესის გუბერნატორი რადას დეპუტატ ივანჩუკის მიერ მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანაზე, სააკაშვილმა განაცხადა… ,,ჩვენთან უკრაინაში არიან ოლიგარქები, რომლებიც თვლიან, რომ უკრაინა მათი საკუთრებაა… რომ ის სააქციო საზოგადოებაა, სადაც ყველას თავისი წილი აქციები აქვს და ისინი თავიანთ დირექტორთა საბჭოს ნიშნავენ… დირექტორთა საბჭო კი, მინისტრები და მთავრობის წევრები კი არ არიან, არამედ ისინი ვინც რეალურად აკონტროლებს ჩვენს მთავრობას… ვინ არიან ისინი? ეს იგივე ივანჩუკია, იგივე მარტინენკოა და იგივე ჟვანიაც, რომელიც არანაირ თანამდებობაზე არაა, მაგრამ რეკავს საზღვარგარეთიდან და ემუქრება ჩვენს მინისტრებს და ძალიან ბევრი სხვებიც… მე არ მაქვს დრო რომ მათთან სასამართლოებზე ვიარო. ჩვენ ახლა უკრაინა უნდა შევცვალოთ და მათ ხელისუფლების სადავეები უნდა ჩამოვართვათ,, განაცხადა სააკაშვილმა.

თბილისში 1967 წელს დაბადებული უკრაინელი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი დავით ჟვანია, 1991 წლიდან ცხოვრობდა უკრაინაში, თუმცა უკრაინის მოქალაქეობა მან მხოლოდ 1999წელს მიიღო… ბიზნესმენი დავით ჟვანია, რომელიც უკრაინაში რამდენიმე მსხვილი საწარმოს ხელმძღვანელობდა, 2002 წლიდან უკრაინულ პოლიტიკაში გამოჩნდა, როდესაც ის რადას დეპუტატი გახდა. ჟვანია აგრეთვე 2006, 2007 და 20012 წლებში უკრაინული რადას დეპუტატად იქნა არჩეული. 2005 წელს, მას საგანგებო სიტუაციების მინისტრის პოსტიც ეკავა უკრაინის მთავრობაში. ბოლო ჯერზე ჟვანია რადაში  იანუკოვიჩის ,,რეგიონების პარტიას,, წარმოადგენდა, რომელიც 2013 წლის ნოემბერში, მაიდანის რევოლუციის წინაპერიოდში დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქე  დავით ჟვანია, ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიხაიში დღეს… 11.11.2015
შემდეგი სტატიასნუპ დოგი საკუთარი წარმოების მარიხუანის გაყიდვას იწყებს…