სააკაშვილმა „საკუთარი“ გადაცემა დახურა

ბებიაჩემი მზია წერეთელი

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა მეთურმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თოქ-შოუ Другая Украина, რომლის წამყვანი იგი გახლდათ, ამიერიდან ეთერში არ გავა. ამის შესახებ მან დაწერა Facebook-ის საკუარ გვერდზე. სააკაშვილის თქმით, სტუდიის მფლობელები აიძულეს მასთან გაეწყვიტათ კონტრაქტი. „ეს არის ბოლო გადაცემა…მაგრამ არაკეთილმოსურნეები ნუ იმედოვნებენ, რომ მე ვერ მოვძებნი ეთერში დაბრუნების საშუალებას, -წერს იგი. ეთერის დროს სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი გადაცემის მიმართ ხელმძღვანელობის მხრიდან პოზიციის შეცვლა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ პირდაპირ ეთერში სნაიპერმა-ქალმა შეასრულა სიმღერა “Шоколадна дупа”. სააკაშვილმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ბლოკირებას უკეთებს პირადად მას და მის გადაცემას.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია გიგი უგულავას მიმართვს
შემდეგი სტატია(video) პოროშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ბიზნესს აკეთებდა