სააკაშვილმა პუტინს უთხრა: „მაშინ თქვენ გახსენით ქართული ოკუპაციის მუზეუმი წითელ მოედანზე“

სააკაშვილმა პუტინს უთხრა: „მაშინ თქვენ გახსენით ქართული ოკუპაციის მუზეუმი წითელ მოედანზე“.

სააკაშვილმა პუტინს უთხრა: „მაშინ თქვენ გახსენით ქართული ოკუპაციის მუზეუმი წითელ მოედანზე“.კახა ბენდუქიძე (კბ) : მიშას ქონდა შეხვედრა პუტინთან. იქ იყვნენ გელა ბეჟუაშვილი, მისი მეგობარი, რომელთანაც კიევში სწავლობდა და რომელიც მაშინ საგარეო დაზვერვის უფროსი იყო (საგარეო დაზვერვის სამსახური საქართველოში არაფერს წარმოადგენს, უფრო ნაკლებია, ვიდრე საინფორმაციო ბიურო, და ბეჟუაშვილიც ასეთია; თუმცა ის მიშასთან ძალიან დაახლოვებული იყო და თავდაცვის მინისტრიც იყო, მაგრამ ის ჩემი საყვარელი პერსონაჟი არ არის), მიშას თანაშემწე ნატო ყანჩელი და კიდევ ვიღაცა. ორმა მათგანმა მომიყვა ეს ისტორია.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და ხანგრძლივი იყო, პუტინი ეკითხებოდა ამაზე, იმაზე. „აი, თქვენთან გახსნეს ოკუპაციის მუზეუმი, მაგრამ სინამდვილეში რა ოკუპაცია, ეს ხომ ქართველებს ქონდათ ოკუპირებული რუსეთი“. და მიშამ უთხრა: „მაშინ თქვენ გახსენით ქართული ოკუპაციის მუზეუმი წითელ მოედანზე“. ნატო ყანჩელმა, გონიერი გოგოა, მაგრამ ახალგაზრდა, ამერიკაში გაიზარდა და ნაწილობრივ ევროპაში – ხითხითი დაიწყო. პუტინი მოიქუფრა. შემდეგ პუტინი ეკითხება: „და ბადრის რა დაემართა? ვინ გააკეთა ეს?“. კი არ ჰკითხა – რა მოხდა? ვინ გააკეთაო. პუტინი ფიქრობს, რომ მის წინაშე ამერიკელი მზვერავები არიან. მიშა, გასაგებია, მზვერავია, ბეჟუაშვილი კიდევ ჰარვარდში სწავლობდა კიევის შემდეგ.
ჟურნალისტი ვლადიმერ ფედორინი : მიშას კურატორია.
კახა ბენდუქიძე: მართალია, ყანჩელს არ იცნობს, მაგრამ მაინც საზღვარგარეთ გაიზარდა, კოლეჯი ინგლისში დაამთავრა…თუ (პუტინს) მისცეს მონაცემები, მაშინ გასაგებია, რომ შპიონია. მეოთხე, არ ვიცი ვინ იყო. და მიშამ ინტუიციით უპასუხა: „ეს გელას ჰკითხეთ, უმჯობესია“. პუტინმა ისე შეხედა ბეჟუაშვილს…
ჟურნალისტი: პატივისცემით?
კახა ბენდუქიძე: დიახ. როგორც ადამიანს, რომელმაც ძერჟინსკის პისტოლეტიდან ისროლა.
ჟურნალისტი: კლუბის წევრია.
კახა ბენდუქიძე: შემდეგ ნატო ყვებოდა – როცა ვემშვიდობებოდით, მან (პუტინმა) თავისი ხელი ზემოდან დაადო ბეჟუაშვილის ხელს.
ჟურნალისტი: კი, ჩვენ სხვადასხვა ჯარში ვიბრძვით, მაგრამ პრინციპში, ერთი ცომისგან ვართ. რაინდები ვართ.
კახა ბენდუქიძე: დიახ, რადგან პუტინისთვის მთავარი კითხვა არის „ეს ვინ გააკეთა?“, და არა „რა დაემართა მას?“. ასე შეიძლება ფიქრობდეს მხოლოდ ის, ვინც ამდაგვარად განიხილავს მსგავს საკითხებს.

banner
წინა სტატიაშისპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთდროულად რამდენიმე ავტომობილი გაქურდეს
შემდეგი სტატიაერდოღანი: „თურქული ნაკადი შეაჩერა თურქეთმა და არა რუსეთმა“