სააკაშვილმა პოროშენკოს “ბაზრის თაღლითი” უწოდა

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინულ NewsOne-ში ქვეყნის პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს “ბაზრის თაღლითი” და “ბარიგა” უწოდა. იმავე ეთერში ყოფილმა უკრაინელმა დეპუტატმა ალექსანდრ ონიშენკომ გამოაქვეყნა ჩანაწერი, სადაც, მისი თქმით, ონიშენკოსა და პოროშენკოს დიალოგია ჩაწერილი. ყოფილი დეპუტატის ინფორმაციით, ჩანაწერი 2016 წლის იანვარშია გაკეთებული. საუბარი შეეხება ეკოლოგიის ყოფილი მინისტრის ნიკალაი ზლოჩევსკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დახურვას ბიზნესიდან წილის მიღების ფასად. “თუკი ვინმე ეჭვს არ იწვევს, ეს პოროშენკოა” – ასეთი კომენტარი გაუკეთა სააკაშვილმა აღნიშნულ ჩანაწერს, ასევე, სააკაშვილის თქმით, ჩანაწერს საერთაშორისო ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს.

“ეს პრეზიდენტი კი არა, ვაჭარია, იაფფასიანი ბარიგა. ის თავისი თანამდებობის ღირსი არ არის. ეს ხომ ბაზრის თაღლითია, შულერი… და როგორ შეიძლება ისეთ დიდებულ ქვეყანას, როგორიც უკრაინაა ისეთი პრეზიდენტი ყავდეს, როგორიც პოროშენკოა?” – განაცხადა სააკაშვილმა. “ახლა პოროშენკო ხელისუფლებას ეპოტინება და ისე არ ქნას, რომ ციხეში მოხვდეს” – თქვა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.

https://youtu.be/VbMXpmPKceU

 

 

banner
წინა სტატიაშიაშშ კუბის ახალი ხელმძღვანელით უკმაყოფილოა
შემდეგი სტატიასოჭში ქალაქის მერის მოადგილე დააკავეს