სააკაშვილმა მრჩეველი საჯაროდ გაანთავისუფლა და პოლიციას ჩააბარა (ვიდეო)

სააკაშვილმა მრჩეველი საჯაროდ გაანთავისუფლა და პოლიციას ჩააბარა

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი მრჩეველი ვლადიმირ რეზნიკი გაანთავისუფლა და სამართალდამცველებს სთხოვა მისი საქმიანობით დაინტერესებულიყვნენ.
კერძოდ, კი სააკაშვილმა პოლიციის და პროკურატურის წარმომადგენლები ოდესის ხელმძღვანელთა საბჭოს სხდომაზე დაპატიჟა, სადაც საჯაროდ  გაანთავისუფლა რეზნიკი და ძალოვანებს მისი მოღვაწეობის სასწრაფო გამოძიებისკენ მოუწოდა. ასევე, მოითხოვა ადმინისტრაციის ძირითადი სტაფის ფინანსური დოკუმენტების შემოწმება.

“მას შემდეგ რაც მარჩენკო დაიჭირეს, ჩემი განკარგულებით შიდა შემოწმება ჩატარდა, რომლის მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ რეზნიკი არაკანონიერად ვიზას ადებდა სამშენებლო სამუშაოებს ” – დაწერა სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ის უკრაინელებს დაპირდა, რომ კორუფციასთან ბრძოლას გააგრძელებს.

https://youtu.be/lnDhVccEgUA

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თამაზ ხუბუა ჩიკირბას განცხადებას ეხმიანება
შემდეგი სტატიაშსს-მ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა